„რეკორდი კარგია, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა
Aa
Aa

„რეკორდი კარგია, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა" - შენგელია ზენიტთან მატჩის შემდეგ

ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ „ზენიტთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, საკუთარ ასპარეზობას ისაუბრა. „თოკომოტივმა“ პირადი რეკორდი დაამყარა და 33 ქულა ჩააგდო.

„ვფიქრობ, ნებისმიერი რეკორდი კარგი რამაა. ამის გამო ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ რომ ვერ მოგვეგო, დასანანი იქნებოდა. ასე რომ, გამარჯვებით ბედნიერი, ხოლო ჩემი გუნდითა და ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ.

საჭიროა, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელოთ. ევროლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში პრობლემებს შევეჩეხეთ, მაგრამ ყველაფერი გავაანალიზეთ და შეცდომების გამოსწორებას შევეცადეთ“.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-მ მატჩი 10 ქულით, 77-67 მოიგო. თორნიკემ პარკეტზე 35 წუთი და 48 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები