შენგელიას პირადი რეკორდი ევროლიგაზე - ცსკა-მ ზენიტი დაამარცხა
Aa
Aa

შენგელიას პირადი რეკორდი ევროლიგაზე - ცსკა-მ ზენიტი დაამარცხა

ევროლიგის მესამე ტურში მოსკოვის ცსკა-მ „ზენიტს“ უმასპინძლა და 10-ქულიანი უპირატესობით 77:67 დაამარცხა. „არმიელებისთვის“ ევროლიგაზე ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო.

აღსანიშნავია, რომ მატჩში გამორჩეული საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო. თორნიკემ პარკეტზე 35 წუთი და 48 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ევროლიგაზე შენგელიამ პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ქართველ კალათბურთელს ხსენებულ ასპარეზზე ყველაზე მეტი 23 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. დღეს კი მან, როგორც უკვე მოგახსენეთ 33 ქულას მოუყარა თავი. ცნობისთვისს, თორნიკე ამ მატჩის MVP-ც გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, იტუდისის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „არმიელები“ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებენ. მატჩი 15 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები