„მატჩზე გულშემატკივრის დასწრება ჩვენი ინიციატივაა
Aa
Aa

„მატჩზე გულშემატკივრის დასწრება ჩვენი ინიციატივაა" - დავით მუჯირი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში 2 მატჩს ჩაატარებს - 9 ოქტომბერს, ბათუმის სტადიონზე საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს სტუმრად, პრიშტინას ფადილ ვოკრი არენაზე, კოსოვოს ესტუმრება. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, გულშემატკივრის შეზღუდული რაოდენობა დაესწრება. საქართველო - საბერძნეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება (ბათუმის სტადიონის ტევადობა: 20 000).

ინტერესიდან გამომდინარე, არასრულ ერთ დღეში მატჩის ყველა ბილეთი სრულად გაიყიდა.

დავით მუჯირი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრის სახით მე-12 მოთამაშე გვეყოლება. იმედი მაქვს, ეს ჩვენი ნაკრების თამაშსა და შედეგზე დადებითად აისახება. 

იცით, რომ ბათუმის სტადიონზე მატჩი გულშემატკივრით პირველად ჩატარდება და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის წარმატებით დასრულდება.

მატჩზე გულშემატკივრის საკითხის განხილვა ჩვენი ინცირებით მოხდა. 

გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მატჩზე დროულად მოვიდეს. სტადიონის ყველა შესასვლელი მატჩამდე 3 საათით ადრე გაიღება. იმედი მაქვს, რომ მატჩის დასაწყისში სტადიონის მესამედი უკვე სრულად იქნება სავსე, ჩვენს ნაკრებს პირველივე წუთებიდან რომ ვუქომაგოთ, რაც წარმატებაში დაგვეხმარება.

მატჩზე დასწრების წინაპირობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით:

სტადიონის შესასვლელები 17:00 საათიდან გაიღება;

სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი;

შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა;

სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

სოციალური დისტანციის დასაცავად აუცილებელია ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმი არენაზე, 20:00 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები