ოფიციალურად | უოტფორდმა ჩისკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა
Aa
Aa

ოფიციალურად | უოტფორდმა ჩისკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა

უოტფორდმა ჩისკო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა - ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელი შედეგები არადაკმაყოფილებელი იყო, ხოლო კლუბი ყოველთვის მადლიერი იქნება იმისთვის, რაც სპეციალისტმა გააკეთა - შეძლო და უოტფორდი ინგლისის პრემიერლიგაში დააწინაურა. კლუბმა ესპანელს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.


ინგლისის პრემიერლიგაში 7 ტურია გასული. უოტფორდს ამდენივე ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ, The telegraph-მა ჩისკოს გუნდის დატოვება უწინასწარმეტყველა.  ზოგადად, უოტფორდი სეზონის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იცვლის მწვრთნელებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დინამო თბილისის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისურ კლუბში საოცარი სამუშაო გასწია და უოტფორდი ინგლისის პრემიერლიგაში დააბრუნა.

უოტფორდამდე ჩისკომ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო. მან დინამო თბილისთან ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა ორჯერ მოიგო (2019, 2020).

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები