Aa
Aa

"შეიძლება ჩისკო ბევრი ღიმილის გამო გააგდონ" - უოტფორდში მწვრთნელებს უცნაური მიზეზებით აგდებენ

პრემიერ ლიგის ყოფილ ბინადარს და ამჟამად „ჩემპიონშიფის“ მე-2 ადგილოსან „უოტფორდს“ პრესაში ვლადიმირ ივიჩის გათავისუფლების გამო აკრიტიკებენ. სერბი მწვრთნელის გათავისუფლების მიზეზი ცუდი შედეგები არ ყოფილა. ნოემბერში ივიჩი თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა და დეკემბერში პოსტი დაატოვებინეს. ამის მიზეზი მეტად უცნაური იყო. „უოტფორდის“ ხელმძღვანელობამ ვლადიმირი გასახდელში მართვის სადავეების დაკარგვის და არასანახაობრივი ფეხბურთის გამო გააგდო.

სერბი სპეციალისტის გათავისუფლებას პრესაში სიცილი, გაუგებრობა და ბრაზი მოჰყვა. „როგორ შეიძლება ასეთი არაკომპეტენტური იყო? როგორ შეიძლება მწვრთნელი ყოველ 5-6 თვეში შეცვალო? მაგრამ ეს პოცოა!" მაგალითისთვის იოკანოვიჩი შეგვიძლია მოვიყვანოთ. ივიჩის წინამორბედმა კლუბი პრემიერ ლიგაში გადაიყვანა და გაათავისუფლეს. იოკანოვიჩი გუნდის ფორმირების შეხედულებას არ ეთანხმებოდა.

და ამჟამინდელი მწვრთნელი ნამდვილად მწვრთნელია? მათ ჩისკო საქართველოს ჩემპიონატში იპოვეს, სადაც ის ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდა. ივიჩი ისრაელიდან ჩამოიყვანეს. საინტერესოა შემდეგ მწვრთნელს სად იპოვნიან?

ახლა კი ყველანაირი ხუმრობა გვერდზე გადავდოთ. იოკანოვიჩი, ჩისკო, ივიჩი და პეარსონი შედეგს აჩვენებდნენ. ცოტა დრო ჰქონდათ, მაგრამ შედეგი დაიდო. რა ქნა ივიჩმა? ვლადიმირმა ლუზერის მენტალიტეტის მქონე გუნდი ჩაიბარა. გუნდი, რომლის ფეხბურთელებსაც კლუბიდან წასვლა სურდათ. მწვრთნელმა ახალგაზრდები მოიყვანა და მეორე გუნდის ფეხბურთელები დააწინაურა. „უოტფორდმა“ თამაში გამოასწორა, დააგროვა ქულები და ლიდერებში გაერია. „ნორვიჩის“ დაწევა შესაძლებელი იყო და ივიჩი თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

სერბი მწვრთნელი მყარი სისტემის და დისციპლინის მოყვარულია. მაგალითად, ისრაელში მოღვაწეობის პერიოდში მისმა გუნდმა 2 სეზონში მხოლოდ 2 მატჩი წააგო. ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმირი საკმაოდ უხასიათო და ჩაკეტილი ადამიანია. ნახეთ როგორ აღნიშნავს თვის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას.“ - წერს Sports.ru

გავრცელებული ინფორმაციით „უოტფორდის“ კაპიტანს ტროი დინის ივიჩი გულზე არ ეხატებოდა და მცირე ამბოხიც კი მოუწყო. ინგლისში ფიქრობენ, რომ ივიჩი სწორედ დინის ამბოხს შეეწირა. ტროის ვლადიმირის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული წესი არ მოსწონდა. „უცნაურია, ჩვენ შეგვიძლია მობილური მოვიტანოთ, მაგრამ ის აუცილებლად მანქანაში უნდა დავტოვოთ. დაბრუნების უფლება კი ვარჯიშის შემდეგ გვქონდა.

"ეს ყველაფერი 10 წლის წინ რომ მომხდარიყო გასაგები იქნებოდა, თუმცა დღეს სამყარო სხვანაირად მუშაობს. სმარტფონის გარეშე ცხოვრება და კომუნიკაცია წარმოუდგენელია. ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ ეს ნამდვილად ზედმეტი იყო.“ - ამბობს დინი

ხელმძღვანელობა სერბი თავკაცის შეცდომას დაელოდა, რათა პირველივე შანსის დროს გაეთავისუფლებინათ. ივიჩს არაფრის გამოსწორების შანსი არ მისცეს. პოცოს პრობლემა იმაში კი არ არის, თუ რატომ გაათავისუფლა მწვრთნელი. არა ეს მეტნაკლებად გასაგებია. მთავარი კითხვა ის არის, თუ რატომ დანიშნა საერთოდ? გულშემატკივრები მოსაწყენ ფეხბურთს უყურებდნენ, თუმცა გუნდს კარგი შედეგები ჰოქნდა.

პოცომ ივიჩის მუშაობის სტილი და ხასიათი კარგად იცოდა. რატომ გამოჩნდა ეს ყველაფერი ისე, რომ თითქოს მოულოდნელი იყო? კოლექტივმა ვლადიმირი არ მიიღო. ყველამ კარგად იცოდა, რომ სერბი გუნდს გუარდიოლას სტილში არ ათამაშებდა.

"რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ დავწერდი ჩისკო, რომ წარუმატებელი გამომდგარიყო. ყველაფერი პირიქით მოხდა. ესპანელმა მწვრთნელმა შესანიშნავი შედეგები აჩვენა და ფეხბურთელებს ის ძალიან უყვართ. ყველა მოთამაშე უდიდესი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ჩისკო ახალგაზრდაა და ისევ მოთამაშეს ჰგავს. მჯერა, რომ მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ“ - ამბობს გუნდის ვიცე-კაპიტანი ტომ ქლევერლი

გასახდელში, და ვარჯიშის დროს ჩისკომ მხიარულება შემოიტანა. ის ძალიან სასაცილო იყო, როდესაც საკუთარი თავი პირველად წარგვიდგინა. მე ის მიყვარს.“ - თქვა „უოტფორდის“ ნახევარმცველმა ადამ მასინამ

საბოლოო ჯამში თუ ივიჩი მისი უხეში ხასიათის და ასეთივე ფეხბურთის გამო გაათავისუფლეს, ჩისკო პირიქით არის, ძალიან ბევრს იღიმება.

ვინ იფიქრებდა, რომ უსახელო მწვრთნელი საქართველოდან ასეთ წარმატებას მიაღწევდა. ახლა „უოტფორდი“ მე-2 ადგილზე იმყოფება. ეს პოზიცია კი პირდაპირ პრემიერ ლიგის საგზურს იძლევა. ამჯერად პოცო არ შემცდარა! 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები