მუშტი სახეში - მთავარმა მწვრთნელმა მატჩის არბიტრს დაარტყა
Aa
Aa

მუშტი სახეში - მთავარმა მწვრთნელმა მატჩის არბიტრს დაარტყა

იტალიის მე-7 დივიზიონის მატჩში, რომელშიც „ოლეჯო-კასტელო“ „კარპინიანოს“ უპირისპირდებოდა, მეორე ტაიმის დროს შეწყდა. მიზეზი სტუმრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ალოზი აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის არბიტრს ანდრეა ფელისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსაჯმა მთავარ მწვრთნელს წითელი ბარათი უჩვენა. ალოზიმ კი ფელისის გადაწყვეტილება გააპროტესტა, როცა მატჩის ანგარიში მასპინძლების სასარგებლოდ 2:0 იყო.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. იტალიური მედიის ინფორმაციით ალოზის დისკვალიფიკაცია და ფულადი სანქციები დაეკისრება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები