„მომატება შეუძლია
Aa
Aa

„მომატება შეუძლია" - Plazadeportiva მამარდაშვილზე წერს

ესპანურმა გამოცემამ, Plazadeportiva-მა „ვალენსიას“ ახალწვეულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა და „ღამურების“ რიგებში მათი ადაპტაციის პროცესზე ისაუბრა. ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოექცა და ესპანურმა გამოცემამ „მამარდას“ მიერ გავლილ გზაზე ილაპარაკა.

„ვალენსიას ახალწვეულები კლუბთან ადაპტაციას სწრაფად გადიან. ახალმა სახეებმა სცენის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს და აჩვენეს, ღამურებისთვის რისი შეთავაზება შეუძლიათ.

ქართველი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი სეზონის სტარტზე ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო. იგი ვალენსიას სათადარიგო გუნდის მეკარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ახალ კულტურასთან ადაპტაცია, რაც ენობრივმა ბარიერმა უფრო რთული გახადა და ახალგაზრდული ასაკი მამარდაშვილისთვის ვალენსიას ძირითადი მეკარის სტატუსის მორგებისთვის ბრძოლაში პრობლემა არ ყოფილა.

მან სილესენისა და ხაუმე დომენეკის არყოფნით ისარგებლა და კრისტიან რივეროს აჯობა. უმაღლეს დივიზიონში არსებულმა მოთხოვნებმა მას სათადარიგოთა სკამზე გადასვლა აიძულა, თუმცა ბილბაოსთან შეხვედრაში ბორდალასმა იგი მეორე მეკარედ გაამწესა და მამარდაშვილს მომატება შეუძლია“.

შეგახსენებთ, ლა ლიგის საწყის ექვს ტურში 20 წლის ქართველმა მეკარემ ყველა მატჩი სასტარტოში ითამაშა, თუმცა მე-6 ტურში ''სევილიასთან'' შეცდომები დაუშვა, არადამაჯერებელი იყო, რამაც განაპირობა მისი სასტარტოს მიღმა ყოფნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები