ლეგიონის ანონსი - კიტეიშვილის 2 საგოლე ავსტრიაში
Aa
Aa

ლეგიონის ანონსი - კიტეიშვილის 2 საგოლე ავსტრიაში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ვენის რაპიდისა და შტურმის მატჩი შედგა, სადაც 3 გოლი გავიდა და ქართველი ლეგიონერის, ოთარ კიტეიშვილის გუნდის სასარგებლოდ, ანგარშით - 0-3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დღეს ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ წარმატებულია - ბელგიაში საგოლე გადაცემით თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა, რომელიც ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობას კვლავ დაუბრუნდა, ხოლო შემდეგ ორი საგოლე გადაცემა ოთარ კიტეიშვილმაც შემოგვთავაზა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თანაგუნდელს 38-ე წუთზე გაატანინა და ანგარიში გაიხსნა, ხოლო 83-ე წუთზე, მეორე შედეგიანი გადაცემის შემდეგ, მატჩში საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

9 მატჩის შემდეგ შტურმს 20 ქულა აქვს (6 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი) და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ავსტრიული გუნდის ქართველ ლეგიონერს, მანდ მიმდინარე სეზონში შტურმის მაისურით ჯამურად 12 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გაატანინა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები