''მისი თამაშით კმაყოფილი ვარ'' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
Aa
Aa

''მისი თამაშით კმაყოფილი ვარ'' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა ბელგიურ მედიასთან გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. ''ანდერლეხტთან'' ჩატარებული მატჩიდან გამომდინარე 57 წლის სპეციალისტი ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობით კმაყოფილია.

''ჩაკვეტაძის თამაშითა და შესრულებული მოვალეობით კმაყოფილი ვარ. მას მეტწილად დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა, რადგან გუნდი უკან იხევდა და თავს ვიცავდით. ტოპ შეხვედრებში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა საჭირო და არა ციხესიმაგრის აგება. ნახევარმცველები თამაშიდან გამოთიშულნი იყვნენ, თუმცა ამის მიუხედავად ჩაკვეტაძის თამაშით კმაყოფილი ვარ, მარცხენა ფლანგზე მეტოქის პასების ჩაშლით იყო დაკავებული''.

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ''ანდერლეხტმა'' საკუთარ კედლებში ''გენტი'' მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.  ''გენტის'' სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა, რაც 2020 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. მას გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორე ტაიმში ერთვებოდა ხოლმე თამაშში და ჰაინ ვანჰაზებრუკმა პირველად სასტარტო თერთმეტეულში ''ანდერლეხტთან'' ათამაშა.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ''გენტის'' რიგებში 7 მატჩი ჩაატარა (ბელგიის ჩემპიონატი - 4 შეხვედრა, კონფერენს ლიგა - 3 შეხვედრა). მას სათამაშო დროს ეტაპობრივად უზრდიან, რაც ფორმაში შესვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბელგიის ჩემპიონატის შემდეგ ტურში ''გენტი'' საკუთარ კედლებში ''სერკლ ბრიუგეს'' დაუპირისპირდება (26 სექტემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები