გოჩა ჯამარაული: „ნაკრებში წინ წამსვლელსა და შემქმნელს ვერ ვხედავ
Aa
Aa

გოჩა ჯამარაული: „ნაკრებში წინ წამსვლელსა და შემქმნელს ვერ ვხედავ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გოჩა ჯამარაულმა საქართველოს პირველი არხის ეთერით ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მდგომარების შესახებ საკუთარი აზრი გაავრცელა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ფეხბურთი შეცვლილია:

ტექნიკა არის ბურთს სისწრაფეში რომ იმორჩილებ, როცა მხოლოდ არ კენწლი, ატყუებ, პასის კულტურა გაქვს და გაგაქვს.

ფეხბურთი ჩვენს დროს სხვანაირი იყო - მაგალითად, მეკარეს პასს არავინ გაუკეთებდა, გაუკეთებდა და მერე გუნდში აიკლებდნენ, 90 წუთი შეტევა იყო. ახლა, ჩვენთანაც გადაცემები სულ უკან კეთდება მაშინ, როდესაც წინ უნდა წახვიდე. როცა შენს გვერდით არავინაა და 1 მეტრში ბურთს უკან აბრუნებ, ასეთია ფეხბურთი დღეს.

გინდა, რომ წინ წავიდეს, მოატყუოს, გადაცემა გააკეთოს. როგორც მაყურებელი ისე გეტყვით -  დღეს, ჩვენს ნაკრებში წინ წამსვლელსა და შემქმნელს ვერ ვხედავ.

გოჩა ჯამარაულმა 1994–2004 წლებში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა 6 გოლი გაიტანა.

საკლუბო დონეზე მისი კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, თუმცა სხვადასხვა დროს, ციურიხში, ლუცერნსა და ანორთოსისში.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები