Aa
Aa

"დამოუკიდებლად ვერაფერს იზამს" - კაპელო დიბალაზე

პაულო დიბალა „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს არის. ტურინში მისი ძალიან ეიმედებათ. „ბიანკონერის“ ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ არგენტინელ შემტევზე ისაუბრა.

რა თქვა კაპელომ?

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ დიბალა თავს კარგად და ჯანმრთელად გრძნობს. შარშან ბევრი ტრავმა ჰქონდა და წელს ჯერჯერობით ამ ყველაფერს თავს არიდებს. თუ პაულო დაზიანებებს არ მიიღებს, დარწმუნებული ვარ „იუვენტუსს“ რაღაც განსხვავებულს შესთავაზებს.

დიბალა კრეატიული და ნიჭიერი შემტევია. მან თავის საუკეთესო სეზონში 26 გოლი გაიტანა და ვფიქრობ იგივეს გაკეთება ისევ შეუძლია, თუმცა არავინ იფიქროს, რომ ის დამოუკიდებლად ყველაფერს შეძლებს.“

დიბალა „იუვენტუსში“

არგენტინელი შემტევი ტურინულ გრანდს 2015 წელს „პარმადან“ შეუერთდა და უმალ „ბიანკონერის“ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. 2015 წლიდან დღემდე, პაუოლომ „ბებერი ქალბატონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 259-ჯერ მოირგო, 102 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები