Aa Aa
24 სექტემბერი 2021  |  12:46

დავითაშვილი: ''ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ''

რუსეთის თასის მესამე ჯგუფის პირველ შეხვედრაში ტულას ''არსენალმა'' სტუმრად ბრიანსკის ''დინამო'' გაანადგურა (1:6). სტუმართა ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა სასტარტოში ითამაშა, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

ამ მატჩის შემდეგ 20 წლის ნახევარმცველი რუსულ მედიას ესაუბრა.

''შედეგი ძალიან კარგია, ამ შედეგით ბედნიერი ვარ. მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ასეთ მინდორზე თამაში რთულია. 

ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვებაა. მოგებული შეხვედრა ფსიქოლოგიურად გეხმარება, ''ურალთან'' მატჩს უკეთესი განწყობით შევხვდებით. რაც შეეხება პირადად ჩემს ასპარეზობას, ჩემი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ. ყოველთვის მსურს უფრო მეტი გოლის გატანა, უფრო მეტი საგოლე პასის შესრულება''.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ლუკა გაგნიძის ''ურალი'' ''არსენალს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილი ''არსენალს'' გასულ ზაფხულში შეუერთდა. მან რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 გოლი შეაგდო, ხოლო რუსეთის თასის 1 მატჩში გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში