Aa Aa
22 სექტემბერი 2021  |  22:35

რთული მატჩი და სეზონის პირველი გამარჯვება - იუვენტუსმა სპეცია დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში სპეციამ იუვენტუსს უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა და იუვენტუსის გამარჯვებით, ანგარიშით - 2-3 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში იუვენტუსმა, მოიზ კინის გოლით, 28-ე წუთზე გახსნა (0-1), რასაც დაახლოებით 5 წუთში გიასის გოლი მოჰყვა, რითაც წონასწორობა აღდგა (1-1). აღსანიშნავია, რომ სპეციას ფორვარდმა აღნიშნული გოლი კრიშტიანუ რონალდუს ცნობილი ჟესტით აღნიშნა.

პირველი ნახევრისა და  ფრის შემდეგ (1-1), მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე, წინ სპეცია გავიდა (2-1), რასაც იუვენტუსმა ფედერიკო კიეზას გოლით 66-ე წუთზე უპასუხა (2-2).

შეხვედრის საბოლოო ანგარიშის ბედი კი გადაწყვიტა გოლმა, რომელიც 72-ე წუთზე გავიდა - სპეციას ტურინული კლუბის ცენტრალურ მცველმა, დე ლიხტმა გაუტანა და შედეგად, იუვენტუსმა  სეზონის პირველი 3 ქულა მოიპოვა (2-3).

 

ჯერ-ჯერობით, 5 ტურის შემდეგ, იუვენტუსს მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი სერია ა-ს მე-6 ტურის მატჩს 26 სექტემბერს, სამპდორიას წინააღმდეგ გამართვს.  შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათიდან დაიწყება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage