Aa Aa
19 სექტემბერი 2021  |  19:50

სადებიუტო გოლი ბელგიის უმაღლეს ლიგაში - მიქაუტაძემ ანტვერპენს გაუტანა

სერენში დაბრუნებულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა ეს მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნულოვანი პირველი ნახევრის შემდეგ (0-0), მიქაუტაძემ ანტვერპენის წინააღმდეგ თავი მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გახსნა (0-1), თუმცა მეტოქემ წონასწორობა ჯერ 75-ე წუთზე აღადგინა (1-1), ხოლო 88-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა (2-1).

ჯერ-ჯერობით, 8 ტურის შემდეგ, სერენს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

სერენი მომდევნო მატჩს გენკის წინააღმდეგ, 26 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით  23:00 საათიდან დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მეცის საკუთრებაა. გასული სეზონი იჯარით სწორედ სერენში გაატარა და მისი გოლების წყალობით კლუბი უმაღლეს ლიგაში აღზევდა. გასულ ზაფხულში მოთამაშე ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა, თუმცა მეცში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშის შანსი არ ეძლეოდა, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით კი მონაწილეობა არც სარეზერვო გუნდის მატჩში მიუღია.

სერენი ბელგიის უმაღლეს, იუპილერლიგაში რომ თამაშობს ეს წარმოშობით ქართველი ფორვარდის დამსახურებაცაა, რადგან მან ბელგიის რანგით მეორე ლიგის 2020/21 წლების სეზონში გამორჩეული მატჩები ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და სეზონი ბომბარდირის ტიტულითა და სერენის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage