Aa Aa
19 სექტემბერი 2021  |  09:00

''ერთი-ერთზე ხვიჩა მას ''შეჭამს'' - რუბინი რუსეთის ჩემპიონის წინააღმდეგ

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში ყაზანის ''რუბინი'' ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ''ზენიტს'' უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით kazanfirst-მა სტატია გამოაქვეყნა, რომლის გარკვეული ნაწილი ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. ''ზენიტის'' მარცხენა მცველი ტრავმირებულია, რაც კვარაცხელიას თამაშს გაუადვილებს.

''ზენიტის'' მთავარი მწვრთნელი სერგეი სემაკი იმდენად უგუნურად არ იმოქმედებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ისეთი მოთამაშე გაამწესოს, რომელიც მცველი არაა. თუ ამპლუით ფორვარდ ალექსეი სუტორმინს მცველის პოზიციაზე ვიხილავთ, მას ხვიჩა უბრალოდ ''შეჭამს''. კვარაცხელიას, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, პენალტის გამომუშავება ან საჯარიმო დარტყმის მოპოვება მარტივად გამოსდის. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ სემაკი ხვიჩას წინააღმდეგ სხვა მოთამაშეს გაამწესებს.

''ზენიტის'' წინააღმდეგ ვერ ვიხილავთ ყაზანის ''რუბინის'' მარცხენა მცველს, ილია სამოშნიკოვს, რომელიც ტრავმირებულია. აქედან გამომდინარე, ხვიჩას დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, რადგან როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, პროდუქტიული უნდა იყოს.

სლუცკის ''რუბინში'' მოსვლის შემდეგ ყაზანურმა გუნდმა ''ზენიტი'' ორჯერ დაამარცხა. ასე რომ, ''რუბინს'' ''ზენიტის'' წინააღმდეგ თამაში შეუძლია''.

აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ''რუბინმა'' ''ზენიტი'' ჩემპიონატის ორივე შეხვედრაში დაამარცხა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით 5 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

''რუბინისა'' და ''ზენიტის'' შეხვედრა 20 სექტემბერს, 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში