კარში ზუსტად ერთხელ დაარტყეს - სიტიმ საუთჰემპტონთან ქულები დაკარგა
Aa
Aa

კარში ზუსტად ერთხელ დაარტყეს - სიტიმ საუთჰემპტონთან ქულები დაკარგა

პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ „ქალაქელებმა“ ცუდად ითამაშეს. გუარდიოლას გუნდმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

შეხვედრა კი ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძლებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესეს.

ანგარიშის მიუხედავად, მატჩი მხიარული იყო. ორივე გუნდი უტევდა და მეტიც, „საუთჰემპტონმა“ ედერსონის კარისკენ 2-ჯერ დაარტყა. ტერიტორიული უპირატესობა, რა თქმა უნდა, „სიტის“ მხარეს იყო, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. მატჩის მიწურულს, რაჰიმ სტერლინგმა გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეო ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ მატჩის შემდეგ მანჩესტერულ გრანდს 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა მთავარ კონკურენტებს ჯერჯერობით თავიანთი მატჩები არ გაუმართავთ. საუბარი „ტოტენჰემზე“, „ჩელსიზე“, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ და „ევერტონზეა.“

მომავალ ტურში გუარდიოლას შეგირდები „ჩელსის“ ესტუმრებიან. მატჩი 25 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები