Aa
Aa

"გიორგი არც კი აპროტესტებდა" - ოსასუნას სპორტული დირექტორი არჩათვლილ გოლზე

ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვალენსია“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში კვლავ გიორგი მამარდაშვილი მოგვევლინა. მატჩის 63-ე წუთი ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.

ხსენებულ დროს, მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. სანერვიულო ის გახლდათ, რომ დინამიკაში ისე ჩანდა, თითქოს გოლი გიორგის ბრალი იყო.

ამ ეპიზოდზე ოსასუნას სპორტულმა დირექტორმა ბრაულიო ვასკესმა თავისი მოსაზრება გამოთქვა და განაცხადა, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო.

რა თქვა ვასკესმა?

„არ ვაპირებ მსაჯების შეცდომებზე ლაპარაკს და არც იმას ვამბობ, რომ „ვალენსიამ“ გამარჯვება არ დაიმსახურა. გოლი არ უნდა გაუქმებულიყო. უბრალოდ დააკვირდით მათი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის რეაქციას. მიხვდებით, რომ უნდა ჩათვლილიყო. ის არც კი აპროტესტებდა.

ფეხბურთი არ არის ჩარჩო. თქვენ არ შეგიძლიათ ბურთის ზუსტად გაშეშებულ მდგომარეობაში გაჩერება. ვიმეორებ, მეკარის რეაქციამ ნათლად გამოაჩინა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა. მამარდაშვილს არაფერი გაუპროტესტებია. რა თქმა უნდა, მატჩში შეცდომები გვქონდა, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოვასწოროთ.“

მამარდაშვილი „ვალენსიაში“

20 წლის ქართველმა ლა ლიგაში 4-ვე ტურში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. გიორგიმ 4 შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. ასეთი შედეგი მხოლოდ „ელჩეს“ და „ვილიარეალის“ მეკარეებს აქვთ.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ 4 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში. თბილისის „დინამოს“ აღზრდილმა კიპერმა გიორგი დემეტრაძის შედეგი გააუმჯობესა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები