18 წლის ქართველი მეკარე სპორტინგში
18 წლის ქართველი მეკარე სპორტინგში
ბეილი მიდის
ბეილი მიდის
მბაპე და რეალი შეთანხმდნენ
მბაპე და რეალი შეთანხმდნენ
ბლახოვიჩის გამარჯვება
ბლახოვიჩის გამარჯვება
ზღაპარი სრულდება
ზღაპარი სრულდება
სილესენი ვალენსიას დატოვებს
სილესენი ვალენსიას დატოვებს
ლევანდოვსკი ქომაგებს დაემშვიდობა
ლევანდოვსკი ქომაგებს დაემშვიდობა
შენგელია ევროთასის გამარჯვებულია
შენგელია ევროთასის გამარჯვებულია
ბასილაშვილმა წააგო
ბასილაშვილმა წააგო
არველაძემ სეზონი შეაფასა
არველაძემ სეზონი შეაფასა
მარადონას ემოციური ისტორია
მარადონას ემოციური ისტორია
შერმადინის გუნდის წარმატება
შერმადინის გუნდის წარმატება
ჩილეს ნაკრების სარჩელი
ჩილეს ნაკრების სარჩელი
კვარამანია საქართველოში
კვარამანია საქართველოში
დიბალა ინტერში?
დიბალა ინტერში?
ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ჯამ გოლდენ სტეიტს მოუგო
ჯამ გოლდენ სტეიტს მოუგო
დონჩიჩმა დალასს ვერ მოაგებინა
დონჩიჩმა დალასს ვერ მოაგებინა
რუდიგერი და რეალი გადაწყვეტილია
რუდიგერი და რეალი გადაწყვეტილია
მამარდა - ''მატჩის მეფე''
მამარდა - ''მატჩის მეფე''
Aa Aa
15 სექტემბერი 2021  |  10:54

"ტექნიკის გარდა არაფერი აქვს, ამიტომ დარჩა აქ" - რუსული პრესა კვარაზე

რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩში „რუბინმა“ შინ „ურალს“ 4:0 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ყაზანელთა დანიელი ახალწვეული ანდერს დრეიერი გახლდათ, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

მატჩის მიმოხილვას ვრცელი სტატია მიუძღვნა რუსულმა გამოცემა TNV-მ, რომელმაც პირველივე შესაძლებლობისთანავე კვარაცხელიას კრიტიკა დაიწყო.

რას წერს რუსული გამოცემა კვარას შესახებ

„კვარაცხელიამ დრეიერისგან მაგალითი უნდა აიღოს, თუ სამუდამოდ რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენა არ სურს.

დრეიერმა თავის სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, რაც არა მხოლოდ რუბინის რეკორდია, არამედ მთელი პრემიერლიგის. მოხერხებულ და სწრაფ ანდერსს კარგი დარტყმა და პოზიციის შერჩევის საოცარი უნარი აქვს. პლუს ამას გოლის ალღო. გასულ მატჩში მან ეს ყველაფერი სრულად წარმოაჩინა.

მატჩის შემდეგ სლუცკიმ თქვა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში არ ახსოვდა, რომ ოდესმე ვინმეს სადებიუტო შეხვედრა ჰეთ-თრიკით აღენიშნა.

ერთი მატჩით მსჯელობა ძნელია, მაგრამ წესით დრეიერმა რუბინის მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია მალევე უნდა დაჩრდილოს. დანიელს არ აქვს ისეთი დრიბლინგი, როგორიც ხვიჩას, მაგრამ მას აქვს ყველაფერი სხვა დანარჩენი.

ტექნიკის გარდა, სხვა ძლიერი თვისებები ხვიჩას თამაშში რთული საპოვნელია, თუ რა თქმა უნდა რუსეთის პრემიერლიგის დონიდან გამომდინარე არ ვიმსჯელებთ.

დანიელი ახალწვეულის ფონზე ცხადია, თუ რატომ დარჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში. დიახ, კვარაცხელიამ საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ეს იმ კატეგორიიდან იყო, როცა გოლი მთლიანად მისმა ავტორმა შექმნა. ხვიჩას პასი ნელი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ დანიელმა ქუსლით გატანა შეძლო.

დანიელი ახალწვეულის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რატომ დარჩა კვარაცხელია რუბინში. მიუხედავად უამრავი ჭორისა, რომ მისით ტოპ კლუბები ინტერესდებოდნენ. მას ტრადიციულად ბურთი ფეხში ხშირად ჰქონდა და ასევე ხშირად კარგავდა, არც თუ ისე კარგ მინდვრის საფარზე“.

- ვკითხულობთ სტატიაში.

ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და ყველა მათგანი, რომ გვერდით გადავდოთ - მგონი ამ მაგალითიდანაც ჩანს, თუ რატომ უნდა დატოვოს ხვიჩამ რუსეთი და როგორმე ევროპაში წავიდეს. როგორც კი მცირე ხავსი (ვისთვის როგორ) მიეცათ, რუსულმა პრესამ კვარაცხელიას თამაშისა და შესაძლებლობების გაუფასურება დაიწყო.

ანდერს დრეიერს არაფერს ვერჩით, უბრალოდ 1 მატჩიდან გამომდინარე ხვიჩას მთლიანი რუსული კარიერის ასე ფეხქვეშ გათელვა და მისი ტრანსფერის შესახებ იმის თქმა, რომ - „აი ყველამ ვნახეთ, რატომაც დარჩა აქ. თურმე ბევრი არაფერი შეძლებია“, - მსგავსი რიტორიკა საწყენია და ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რატომაც არ შედგა ქართველის ტრანსფერი...

მომდევნო მატჩებში გამოჩნდება, თუ რა შეუძლია კვარას და რეალურად ვინ არის „რუბინის“ ლიდერი, რომელსაც იმედი დავიტოვოთ, რომ რაც შეიძლება მალე დატოვებს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში