მორიგი ტრავმა - იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

მორიგი ტრავმა - იბრაჰიმოვიჩი "ლივერპულთან" მატჩს გამოტოვებს

მილანის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

ინფორმაციას გავლენიანი სპორტულიჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. შვედმა ფეხბურთელმა აქილევსის მყესი დაიზიანა.

შეგახსენებთ,რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იბრა მოედანს სერია A-ს მესამე ტურის მატჩში  გოლით დაუბრუნდა. ზლატანი კვირას გამართულ შეხვედრაში მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 7 წუთში „ლაციოს“ კარი აიღო.

შეგახსენებთ,რომ „მილანი“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს დაუბრუნდა.

„როსონერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2013/2014 წლების სეზონში თამაშობდა. წლევანდელ გათამაშებაში კი იტალიელები B ჯგუფში მოხვდნენ,სადაც „ლივერპულს“, „ატლეტიკოსა“ და „პორტუს“ დაუპირისპირდებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები