შესანიშნავი ჯარიმა - ქოჩორაშვილმა სეზონის პირველივე მატჩში გაიტანა
Aa
Aa

შესანიშნავი ჯარიმა - ქოჩორაშვილმა სეზონის პირველივე მატჩში გაიტანა

ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში საფეხბურთო სეზონი წარმატებით განახლდა გიორგი ქოჩორაშვილისთვის.

პირველ ტურში ლევანტე B-სა და სოკუელიამოსის მატჩი შედგა. სრული სათამაშო დრო გამოიყენა ესპანური ლევანტეს ქართველმა ფეხბურთელმა, 79-ე წუთზე კი ლამაზი ჯარიმა გაიტანა (1-0). მატჩში ანგარიში სწორედ მისი გოლით გაიხსნა, 88-ე წუთზე კი სოკუელამოსის ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შეხვედრის ანგარიშს საბოლოო წერტილი დაესვა (2-0).

გასულ სეზონში გიორგი ლევანტეს მთავარი გუნდის განაცხადში ხვდებოდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბარსელონას წინააღმდეგაც ითამაშა - დასრულებულ საფეხბურთო სეზონის 36-ე ტურში ქოჩორაშვილი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა. მან ლევანტეს ლეგენდა და გოლის ავტორი, ხოსე მორალესი შეცვალა.

უშუალოდ მისი დებიუტი კი ბეტისის წინააღმდეგ შედგა. ქოჩორაშვილი მოედანზე 89-ე წუთზე, მატჩის ლუის მორალესის ნაცვლად შეიყვანეს. იმ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო, გიორგის კი მინდორზე 7 წუთის გატარება მოუწია და საკუთარ გუნდს, რომელიც უკვე 10 კაცით თამაშობდა, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაში დაეხმარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები