SPORTS.RU - კვარაცხელიას
Aa
Aa

SPORTS.RU - კვარაცხელიას "რუბინი" განაცხადში დააბრუნებს

ყაზანის რუბინის მცველი სილვიე ბეგიჩი კარიერას „კრილია სოვეტოვში“ გააგრძელებს. 28 წლის ხორვატი მცველი სამარულ გუნდში იჯარის წესით იასპარეზებს.

ასევე „რუბინი“ გუნდიდან დარკო ევტიჩსა და მიცუკი საიტოს გაუშვებს. სერბი ნახევარცვლელი „აეკში“ გადავა , ხოლო იაპონელი "სენან ბელმერს“ დაუბრუნდება.  

ამრიგად „რუბინიში“ უცხოელების ადგილი განთავისუფლდა და ყაზანური კლუბი განაცხადში ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯორჯე დესპოტოვიჩს დაამატებს. მესამე ფეხბურთელად კი დანიელი ახალწვეული ანდრეს დრეირი იქნება,რომელიც „რუბინში „მიდტიულანდიდან“ გადავიდა.

ხვიჩას მიმართ გრანდების ინტერესი რომ დიდია, ეს ფაქტია, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათები დარჩა, რაც ბუნებრივია, გვაღელვებს, რადგან ქართველი ტალატის ხილვა რომელიმე გრანდის რიგებში ყველას გვსურს.

როგორც ჩანს, ტრანსფერმა კვლავ გადაიწია და მოგვიანებით, დეკემბერში უნდა ველოდოთ

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები