სივასპორი v დინამო ბათუმი: მატჩის დაწყების დრო და ტრანსლაცია
Aa
Aa

სივასპორი v დინამო ბათუმი: მატჩის დაწყების დრო და ტრანსლაცია

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა „სივასპორსა" და „დინამო" ბათუმს შორის 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია განახორციელებს.

გულშემატკივარი

მატჩამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბათუმის მსგავსად (ბათუმი არენა: 20 000), ქალაქ სივასშიც სტადიონის 50% შეივსება. მატჩის მასპინძელი სტადიონი Sivas 4 Eylül Stadyumu იქნება, რომლის ტევადობაც 27 000-ია.

გუნდების პირველი შეხვედრა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა. სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

სამწუხაროდ, მომავალ მატჩში დინამო ბათუმს 3 ფეხბურთელი დააკლდება: დისკვალიფიცირებულია თორნიკე გაფრინდაშვილი, ხოლო ლაზარე კუპატაძე და გიორგი ზარია აჭარულ გუნდს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარებიან.

ფოტო: „დინამო" ბათუმი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები