სივასპორთან მატჩის წინ დინამო ბათუმს კორონავირუსის გამო მეკარე გამოაკლდა
Aa
Aa

სივასპორთან მატჩის წინ დინამო ბათუმს კორონავირუსის გამო მეკარე გამოაკლდა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა, სადაც  „დინამო" ბათუმმა თურქულ „სივასპორს" უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა. სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

სამწუხაროდ, „დინამო" ბათუმი მომავალ მატჩს დანაკლისებით ხვდება: კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა მეკარეს, ლაზარე კუპატაძეს. ამავე მიზეზით, შეხვედრას გამოტოვებს გიორგი ზარიაც. ორივე მათგანი გუნდთან ერთად, თურქეთში არ იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, 12 აგვისტოს, სივასპორი v დინამო ბათუმის მატჩს ცნობილი ესპანელი არბიტრი, რიკარდო დე ბურგოსი განსჯის.

გეტყვით იმასაც, რომ გუნდები სტუმრად გასამართი მატჩებზე გულშემატკივრის დასწრებას გეგმავდნენ, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სტუმარი გუნდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები