მილანის წინააღმდეგ - მამარდაშვილმა ნდობა გაამართლა და ვალენსიას ტიტული მოაგებინა
Aa
Aa
5 აგვისტო 2021  |  00:27

მილანის წინააღმდეგ - მამარდაშვილმა ნდობა გაამართლა და ვალენსიას ტიტული მოაგებინა

სეზონის განახლების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" ამხანაგურ შეხვედრებს მართავს. მიმდინარე საღამოს ამხანაგური შეხვედრა შედგა „მილანის" წინააღმდეგაც, სადაც ესპანური გუნდის ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და ამჯერადაც სრული შეხვედრა ჩაატარა.

„ვალენსიასა" და „მილანის" მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა (0-0). 20 წლის მეკარე ამჯერადაც დამაჯერებელი იყო და 5 სეივი შემოგვთავაზა. განსაკუთრებით ლამაზი იყო მომენტი მე-60 წუთზე, როდესაც მამარდაშვილმა ბრაჰიმ დიაზს არ გაატანინა.

ნულოვანი ძირითადი დრო თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც „ვალენსიამ" 5-3 გაიმარჯვა. „მილანის" მხრიდან პენალტი რადე კრუნიჩმა ვერ გამოიყენა. შესაბამისად, ჯილდო, რომელიც ამხანაგური შეხვედრების მიმდინარეობისას თამაშდება, კვლავ „ვალენსიაში" დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეკარის დებიუტი „ვალენსიაში" რამდენიმე კვირის წინ, ბერძნული „ატრომიტოსის" წინააღმდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში შედგა (3-0). გიორგიმ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. მამარდაშვილი მატჩში ასევე ახალგაზრდა კიპერის, კრისტიან რივეროს ნაცვლად ჩაერთო და კარი მშრალად შეინახა. 

შემდეგ იყო „კართახენა", სადაც სასტარტოში გამოჩნდა და სრული შეხვედრა ჩაატარა (3-2),  შემდეგ კი - „ლევანტე", მან ამჯერადაც სრული სათამაშო დრო მიიღო (1-0).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები