ბუდუს ტრანსფერი
ბუდუს ტრანსფერი
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
პრემიერ ლიგის კლუბს ხვიჩა სურდა
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
ზივზივაძე გერმანიაში ითამაშებს
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
კონორ მაკგრეგორი სიკვდილს გადაურჩა
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
მერაბის კომენტარი UFC-ის ფოტოზე
უარი ალ ნასრის
უარი ალ ნასრის
კონატე დინამოში
კონატე დინამოში
გეგუჩაძე ზარანდიაზე
გეგუჩაძე ზარანდიაზე
ბუნდესლიგა დაბრუნდა
ბუნდესლიგა დაბრუნდა
კვარას მიღწევა
კვარას მიღწევა
გულიაშვილის ტრანსფერი
გულიაშვილის ტრანსფერი
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
სპარტაკს ხვიჩას შეძენა შეეძლო
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
შახტარის მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს
კუტალიას გოლი
კუტალიას გოლი
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
მუდრიკი ჩელსიში ითამაშებს
სად წავა ბუდუ?
სად წავა ბუდუ?
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ინდიანამ შესაძლოა გოგა გაცვალოს
ცვლილებები ბათუმში
ცვლილებები ბათუმში
ფელიქსი ჩელსიში
ფელიქსი ჩელსიში
სპალეტის შეფასება
სპალეტის შეფასება
კიტეიშვილის აღიარება - Sky Sport-მა სიმბოლურში შეიყვანა
Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  19:31

კიტეიშვილის აღიარება - Sky Sport-მა სიმბოლურში შეიყვანა

გრაცის ''შტურმის'' ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო. ავსტრიის თასზე გატანილ შესანიშნავ გოლს ''ზალცბურგთან'' მარცხი მოჰყვა, თუმცა ბუნდესლიგის მეორე ტურში კიტეიშვილმა ''ვოლფსბერგერს'' შეუგდო და ავსტრიულმა Sky Sports-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ავტორიტეტული გამოცემა თითოეულ მოთამაშეს გარკვეულ ინდექსს ანიჭებს. კიტეიშვილის ინდექსი 429-ს შეადგენს.

ანგარიში 1:1 იყო, თუმცა 31-ე წუთზე კიტეიშვილის გოლით ''შტურმი'' წინ გავიდა და საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებით დაასრულდა (1:4).

კიტეიშვილმა სეზონის საწყის სამ მატჩში 2 გოლი შეაგდო, ''ვოლფსბერგერის'' გარდა ''შტადლ-პაურასთან'' გამოიჩინა თავი.

''შტურმის'' წინააღმდეგ ''ვოლფსბერგერის'' ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე ავსტრიულ გუნდს ტოვებს და კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ დრეზდენის ''დინამოში'' გააგრძელებს.

ასევე, დღეს გაირკვა ''შტურმის'' სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის ფლეი-ოფში, გრაცული გუნდი ლიეტუვის ''ვილნიუსსა'' და სლოვენიურ ''მურასს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

ფეხბურთელმა გრაცული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა: 

''გრაცში საკმაოდ კომფორტულად ვარ, გარემო შესანიშნავია. მოუთმენლად ველი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას. ეს ''შტურმის'' უახლესი გამოწვევაა''.

''შტურმის'' სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა: 

''საიდუმლო არაა, რომ ოთარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კიტეიშვილი სწრაფი დრიბლინგითა და საგოლე პასებით გამორჩეულია. ის ავსტრიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. მიუხედავად იმისა, რომ მას წინადადებები ჰქონდა, ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა, რაც მის ხასიათზე მეტყველებს''.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში