Aa Aa
1 აგვისტო 2021  |  21:27

კიტეიშვილის ეფექტური გოლი - შტურმმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურში „შტურმი“ „ვოლფსბერგერს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ძირითადში დაიწყეს კიტეიშვილმა და ლოჩოშვილმა. გამორჩეული კი კიტეიშვილი იყო, რომელმაც 31-ე წუთზე ბრწყინვალე თავურით მეტოქის კარი აიღო.

ოთარის გარდა „შტურმიდან“ გოლები ვიუტრიხმა, იანტშერმა და აფენგრუბერმა გაიტანეს. აღსანიშნავია ისიც, რომ „შტურმისთვის“ ეს პირველი გამარჯვება იყო. ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველ ტურში საკუთარ კედლებში „ზალცბურგთან“ დამარცხდა.

ცნობისთვის, კიტეიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლოჩოშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. რაც შეეხება გიორბელიძეს, მთავარ მწვრთნელს ქართველი უკანახაზელი განაცხადში არ შეუყვანია. მომავალ ტურში „შტურმი“ შინ „ალტახს“ დაუპირისპირდება. მატჩი 8 აგვისტოს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

რაც შეეხება „ვოლფსბერგერს“, ლოჩოშვილის გუნდი ორი ტურის შემდეგ 1 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი რობინ დუტის გუნდი 8 აგვისტოს, სტუმრად ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში