რა მიზეზით დატოვა სანოგომ დინამო ბათუმი? - გეგუჩაძის  განმარტება
Aa
Aa

რა მიზეზით დატოვა სანოგომ დინამო ბათუმი? - გეგუჩაძის განმარტება

„დინამო" ბათუმი ფრანგ თავდამსხმელს, ვამარა სანოგოს დაემშვიდობა. ეს ინფორმაცია კლუბმა სოციალური ქსელით გაავრცელა, ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა.

ბუნებრივია, გაჩნდა ინტერესი, რატომ შეწყდა 26 წლის ფეხბურთელისა და „დინამო" ბათუმის ურთიერთობა.

აღნიშნული საკითხის შესახებ დღეს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ ისაუბრა:

სანოგოს გუნდიდან წასვლა უთამაშებლობამ განაპირობა, მისი კარგად მესმის. მან კლუბს მიმართა და ჩვენ რა თქმა უნდა, მის ამ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მის შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება ან გვეპარებოდა, უბრალოდ, თქვენ იცით, რომ მას სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რომლის შემდეგაც აღდგენითი პროცესი მძიმედ მიმდინარეობდა, ამიტომ სათამაშო შანსი ნაკლებად ეძლეოდა.

სანოგო საფრანგეთში დაბრუნდა და როგორც ჩემთვისაა ცნობილი, შემოთავაზებები საფრანგეთის მეორე ლიგიდან აქვს".

ფოტო: „დინამო" ბათუმი

ვარშავის ლეგიისა" და ფრანგული მეცის" ექს-თავდამსხმელი გია გეგუჩაძის გუნდს გასულ ზამთარში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო სეზონის სტარტი გამოტოვა, შემდეგ კი მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა.

მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლია -  საქართველოს თასზე საჩხერის ჩიხურას" გაუტანა, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კი სან მარინოს წარმომადგენელ - ტრე პენეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები