ისტორიული მედალი - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
Aa
Aa

ისტორიული მედალი - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

21 წლის ბექაურმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალამდე ლაშამ 4 მეტოქე დაამარცხა. პირველი წრე ბექაურმა გამოტოვა, ხოლო მეორეში პოლონელ პიოტრ კუჩერას აჯობა.

მეოთხედფინალში ბექაურმა ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო.

მეოთხედფინალში ქართელმა უზბეკი ძიუდოისტი დავლა ბობონოვი იოლად დაამრცხა.

ნახევარფინალში კი ბექაურმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრს მიხაილ იგოლნიკოვს მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამავე წონაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი უმედლოდ დარჩა. ნიკოლოზმა მეოთხედფინალი იგოლნიკოვთან დათმო, ხოლო რეპეშაჟში უზბეკი სპორტსმენი ბარიერი ვერ გადალახა.

ბექაურის მედალი ისტორიული აღმოჩნდა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე მესამე მედალია. ვერცხლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო ხვალ გაგრძელდება და საქართველოს სახელით ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები