ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

25-28 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირზე, საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, აქედან 9 მამაკაცი, 6 კი გოგონა ძიუდოისტია.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

ვაჟები

  • -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი.
  • -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
  • -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
  • -90 კგ. - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშილი.
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე.
  • +100 კგ. - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.

გოგონები

  • -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.
  • -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
  • -70 კგ. - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

როგორც სიაში ვხედავთ, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ვაჟებში, -60 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი არ ეყოლება, ამან კი მწვრთნელებს წონის გაორების შესაძლებლობა დამატებით კიდევ ერთ კატეგორიაში მისცა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ორი ძიუდოისტით -73, -90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში წარდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე იპონი! - თბილისის გრანდ სლემი თუშიშვილის ტრიუმფით დაიხურა
ბრწყინვალე იპონი! - თბილისის გრანდ სლემი თუშიშვილის ტრიუმფით დაიხურა