ტრანსფერი კალაძის დახმარებით - ხვიჩა მილანში ითამაშებს !
Aa
Aa

ტრანსფერი კალაძის დახმარებით - ხვიჩა მილანში ითამაშებს !

Metaratings-ის ცნობით ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის ''რუბინს'' დატოვებს და კარიერას ''მილანში'' გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებაში ''მილანის'' ექს-ფეხბურთელი კახა კალაძე აქტიურადაა ჩართული.  წყაროს ცნობით ხვიჩას ტრანსფერი კალაძის დამსახურება იქნება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში კახა კალაძემ 1TV-სთან საუბარში აღნიშნა: ''ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან. ''ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და ჩემი აზრით დაინტერესდნენ.

მე როგორც გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ ისეთ კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, სადაც უფრო მეტ თამაშს შეძლებს, რადგან ძალიან ახალგაზრდაა. მერე უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ ძლიერ გუნდში გადავიდეს. ჩემთვის ასეთი კიევის „დინამო“ იყო, სადაც გამოსვლამ „მილანში“ გადასვლა ძალიან გამიადვილა. ხვიჩას წარმატებას ვუსურვებ. ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ვარსკვლავი გახდეს''.

მიმდინარე კვირაში გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება გერმანულ ''გლადბახს'' სურდა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გერმანული კლუბი გამორჩეულ მოთამაშეებს გაყიდის და ხვიჩას გადაბირებისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა გაუჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები