Aa Aa
21 ივლისი 2021  |  20:47

ჰიპერ ტექნოლოგია - FIFA-ს ინოვაცია, რომელიც თამაშს უფრო რეალურს გახდის!

EA რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს. საქმე ყველასთვის საყვარელ კომპიუტერულ თამაშს FIFA-ს ეხება. ახალი ჰიპერ ტექნოლოგია დიდი ხანია იგეგმება. დღეს კი, EA SPORTS-მა ახალი დეტალები გაასაჯაროვა.

თამაშის პრომო ვიდეოში მბაპე, ტრენტი, ჰავერცი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. ახალი ჰიპერ ტექნოლოგიის მიხედვით თამაშის დამფუძვნებლებმა არაერთი მატჩი გამართეს.

ამ მატჩებში, სპეციალურად ახალი თამაშისთვის EA-მ 8.7 მილიონი ახალი სპეციალური ჩარჩო დააგროვა. მექანიკური სწავლება დაწყებულია. მუშავდება ახლად შექმნილი ჩარჩოები, რომლებიც თამაშს გაცილებით რეალურს გახდიან. EA SPORTS საკუთარ მომხმარებლებს 4000 ახალ ფუნქციას ჰპირდება, რომლებიც FIFA-ს ახალ ვერსიაში იქნება.

პირველი ტესტის შედეგად გაირკვა, რომ მოთამაშეები გაცილებით რეალურები არიან, უფრო რეალურად მოძრაობენ და ვიზუალური მხარეც ბევრად გაუმჯობესებულია. ისინი უფრო ბუნებრივები და გლუვები გახდნენ.

მეკარეების განახლებული ქცევა

ვიგებთ, რომ მეკარეებს სულ ახალი ხელწერა ექნებათ და ერთმანეთისგან უფრო მეტად განსხვავებულები იქნებიან. დეველოპერების აზრით, ახალ FIFA-ში მეკარის პოზიციის არჩევა მის სათამაშო სტილზე იქნება დამოკიდებული. ახლანდელი ვერსიის მიხედვით კი თავდამსხმელებს საკმაოდ მარტივად შეუძლიათ გოლის გატანა.

მომხმარებლებს კარგად ემახსოვრებათ, ბურთის მოგერიების დროს მეკარეების სასაცილო პოზიციები. განახლებულ ვერსიაში კი ასე აღარ იქნება.

განახლებული ტაქტიკა და პარამეტრები

ახალ ვერსიაში ტაქტიკის მხრივ გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი იქნება. ადრე თუ მხოლოდ დაცვის და შეტევის დალაგება იყო შესაძლებელი ახლა ცალკეული პარამეტრები იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითად - მეორე ტაიმში საკუთარ ნახევარზე ბურთის აგრესიული კონტროლი. ასეთ შემთხვევაში მეტოქე ფეხბურთელებს ბურთთან მიახლოვება გაუჭირდებათ. EA SPORTS-ის განცხადებით, თავდამსხმელები გადაწყვეტილებას 6-ჯერ უფრო სწრაფად მიიღებენ.

სხვა ცვლილებები - ახალი აჩქარება, განახლებული დაცვითი სისტემა და ბურთის ფიზიკა

თამაშის ინჟინერი აპირებს, რომ ფეხბურთელის დრიბლინგი და აჩქარება უფრო კონტროლირებადი გახადოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა სისწრაფის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა საკმარისი აღარ იყოს.

დაცვის სისტემის განახლება ორიენტირებულია თავისუფალი ზონების ფორმირებისა და კონტროლის შენარჩუნებაზე. დაცვაში თამაში გაცილებით კომფორტული გახდება. გაუმჯობესდება მოთამაშეების რეაქცია ბურთისთვის ბრძოლაში.

შეიცვლება ბურთის ფიზიკა. საქმე ბურთის ფეხბურთელთან და მინდორთან შეხებას ეხება. თამაშის შემქმნელებს სურთ, რომ ეს ყველაფერი უფრო რეალური გახდეს ბრუნვის, ჰაერის წინააღმდეგობის, გაზონის ხახუნის და ყოველი შეხების მაჩვენებლების გათვალისწინებით. ეს არის ერთ-ერთი ახალი პროდუქტი, რომლის დაჯერებაც უბრალოდ მოგიწევთ, რადგან ასეთი უმნიშვნელო ცვლილებების შემჩნევა, სავარაუდოდ, ძნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ FIFA 22 ახალი ტექნოლოგიით და შეცვლილი რეალობით 2021 წლის პირველ ოქტომბერს გამოვა და ხელმისაწვდომი იქნება ყველა პლატფორმაზე.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში