Aa Aa
21 ივლისი 2021  |  19:57

აგენტი: "კვერკველია გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთ გუნდში გადადის"

ბოლო პერიოდის განმავლობაში საბა კვირკველიას ტრანსფერზე ხშირად საუბრობენ. დღეს კი გამოცემა metaratings საქართველოს ნაკრების ცენტალური მცველის აგენტის სიტყვებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც კვირკველია არაბთა გაერთიანებული ემირატების გუნდში გადავა.

რა თქვა აგენტმა?

„ახლოს ვართ გაერთიანებული ემირატების ერთ-ერთ გუნდთან. კონტრაქტი სულ მალე გაფორმდება, თუმცა იქამდე სხვა გუნდისგან თუ რამე შემოთავაზება იქნება აუცილებლად მოვისმენთ.“

კვირკველია დღეს

საბას მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამ მომენტისთვის კვირკველია უგუნდოდ არის. შეგახსენებთ, რომ 29 წლის უკანახაზელი მოსკოვურ კლუბში 2017 წელს ჩაირიცხა, 56 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში