გორგოძე-კალაშნიკოვას გამარჯვება - ქართველები მეოთხედფინალში გავიდნენ
Aa
Aa

გორგოძე-კალაშნიკოვას გამარჯვება - ქართველები მეოთხედფინალში გავიდნენ

ქართველი ჩოგბურთელების, ეკა გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილი პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (BNP Paribas Poland Open)  მონაწილეობს.

ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველებმა რუსი ამინა ანშბასა და ჩეხი ანასტასია დეტიუცის წყვილი 6:3, 7:6 (7:5) დაამარცხეს. ამ გამარჯვებით გორგოძემ და კალაშნიკოვამ მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ტურნირის საპრიზო ფონდი 235 238 აშშ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული ტურნირის ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეკა გორგოძემ პოლონელი მარტინა კუბკა (6:, 6:2) და რუსი ამინა ანშბა (6:0, 6:2) დაამარცხა.

ძირითად ბადეში ეკა გორგოძის მეტოქე რუსი ანასტასია ზახაროვა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები