დანაკლისი ბატესთან - დინამო ბათუმის ავსტრიელ ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა
Aa
Aa

დანაკლისი ბატესთან - დინამო ბათუმის ავსტრიელ ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

„დინამო" ბათუმმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე „ტრე პენე" ორი მატჩის ჯამში შთამბეჭდავი ანგარიშით - 7-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე მეტოქეობას „ბატეს" (ბელარუსი) გაუწევს.

„ტრე პენესთან" განმეორებით მატჩამდე გია გეგუჩაძის გუნდს ავსტრიელი ნახევარმცველი, ლუკას გროზურეკი გამოაკლდა. მიზეზი კორონავირუსია. 

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" ბათუმი პირველ მატჩს სახლში ითამაშებს. 22 ივლისს, შეხვედრა ბათუმი არენაზე, 21:00 საათიდან, ხოლო განმეორებითი დაპირისპირება ბელარუსში, 29 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათიდან დაიწყება. ბუნებრივია, პირველ შეხვედრაში გუნდს ავსტრიელი ლეგიონერი ამჯერადაც ვერ დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ დანაკლისია მეტოქე გუნდის რიგებშიც - მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა სტანისლავ დრაგუნისთვის, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი და „ბატეს" კაპიტანია. 33 წლის ფეხბურთელს პრობლემა ჯვარედინის იოგებთან აქვს და მოედანზე მისი დაბრუნების დრო ცნობილი არ არის.

კონფერენს ლიგა: ბატე დინამო ბათუმთან მატჩს დანაკლისით ხვდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები