ხვიჩას ბრწყინვალე გოლი - კვარაცხელიამ რუბინს ხიმკისთან მოაგებინა
Aa
Aa

ხვიჩას ბრწყინვალე გოლი - კვარაცხელიამ რუბინს ხიმკისთან მოაგებინა

პარიმატჩ პრემიერის სახელობის თასის გათამაშების პირველ მატჩში ყაზანის ''რუბინმა'' ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლით 'ხიმკი'' დაამარცხა. ქართველი ტალანტი თამაშში მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ჩაერთო და 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას გამარჯვების გოლი

აღსანიშნავია, რომ გოლის გატანამდე რამდენიმე წუთით ადრე კვარაცხელიას ახლო მანძილიდან გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი უხერხულად დაარტყა და კარს ააცილა, თუმცა სასიხარულოა, რომ 90-ე წუთზე საოცარი ''ფინტითა'' და დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩას გამოუყენებელი მომენტი

შეგახსენებთ, ''რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საიმანოვი ქართველი შემტევის შესაძლო წასვლას შეეხო და განაცხადა, რომ ყაზანურ კლუბს ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია.

„ხვიჩას ტრანსფერის თაობაზე არაფერი დაძრულა. ჩვენ შეთავაზებების მისაღებად მზად ვართ, მაგრამ ჯერჯერობით წინადადებით არავის მოუმართავს. პრესაში ხვიჩაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს არაფრისმომცემი ლაპარაკია. ჩვენი პოზიცია ასეთია - მოგვმართეთ წინადადებით და ჩვენ მას განვიხილავთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. ამიტომ, ამ ეტაპზე განსახილველი არაფერია“.

2020-21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო, საგოლე პასებისა და გამომუშავებული პენალტების ჯამი რვას შეადგენს.

თბილისის ''დინამოს'' აღზრდილს ყაზანის ''რუბინთან'' კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სავარაუდო სატრანსფერო თანხა 20-25 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები