რაბიოს, პოგბასა და მბაპეს მშობლებმა ტრიბუნებზე იჩხუბეს
Aa
Aa

რაბიოს, პოგბასა და მბაპეს მშობლებმა ტრიბუნებზე იჩხუბეს

საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩის დროს ტრიბუნებზე ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ადრიენ რაბიოს დედა ვერონიკა აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ პოლ პოგბამ ბოლო წუთებზე ბურთი დაკარგა, რასაც შვეიცარიელთა გოლი მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა.

რაბიოს დედამ პოგბას მშობლებს ჰკითხა, თუ როგორ დაკარგა პოლმა ბურთი ასეთ დროს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ვერონიკა რაბიომ მბაპეს მამასაც შეუტია და მოსთხოვა, რომ მის შვილზე ზემოქმედება მოეხდინა, რათა ნაკლებად ამპარტავანი ყოფილიყო.

ვერონიკა რაბიოს, რომელიც ასევე თავისი შვილის აგენტიც გახლავთ, კონფლიქტი უშუალოდ პოგბასა და მბაპეს ოჯახის წევრებთან ჰქონდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა რაბიომ ერთ-ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა, რასაც პოგბას მეგობრებისა და ნათესავებისგან მწვავე შეფასება მოჰყვა. ეს იმდენად მწვავე იყო, რომ ტრიბუნაზე მშობლებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ სტადიონის დაცვამ განმუხტა.

როგორც ჩანს, საფრანგეთის ნაკრებს არეულობა და სიმშვიდე მხოლოდ მოედანზე არ აკლია. ფეხბურთელების მშობლებს შორის საკმაოდ არასასიამოვნო ურთიერთობა სუფევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები