წყალბურთი: საქართველოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 20-8 დამარცხდა
Aa
Aa

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ 20-8 დამარცხდა

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ.

დღეს, ჩვენმა ნაკრებმა 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრა საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და სამწუხაროდ, დიდი უპირატესობით დამარცხდა - 20-8.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი - 5-1, მეორე ნახევარი - 10-3, მესამე ნახევარი - 16-4,  ხოლო, მეოთხე ნახევარი - 20-8 დათმო და საბოლოოდ, მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე ჩვენი გუნდი მონტენეგროსა (8-19) და ამერიკის (13-9) წინააღმდეგ დამარცხდა, ხოლო იაპონიას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (12-13).

პლეი-ოფის შეხვედრები დღეს, 29 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს, ფინალური მატჩით დასრულდება. ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები