„თანამედროვე ფეხბურთელი უნდა გახდეს
Aa
Aa

„თანამედროვე ფეხბურთელი უნდა გახდეს" - გენტის თავკაცი ჩაკვეზე

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰაზებრუკმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. გუშინ, ბელგიურმა კლუბმა „ფეიენოორდთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და მატჩის შემდეგ ვანჰაზებრუკი „ჩაკვეს“ მდგომარეობას შეეხო.

„ჩაკვეტაძემ 45 წუთი ითამაშა და საერთო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. იგი სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ ფიზიკური კონდიციების მხრივ გარკვეული პრობლემები კვლავ აქვს.

გიორგისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ფეხბურთელი გახდეს. საუბარი მხოლოდ ბურთის კონტროლისას მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ეხება, თანამედროვე ფეხბურთელი ბურთის გარეშეც ბევრს აკეთებს. მთავარია, რომ ჩაკვეტაძე გვისმენს და ცდილობს, მიზანს მიაღწიოს, თუმცა ტრავმის გამო იმდენი გაუცდა, რომ ფიზიკური კონდიციებიდან გამომდინარე, გარკვეული დრო დასჭირდება, რათა გუნდისთვის უფრო მეტი გააკეთოს“.

შეგახსენებთ, რომ „ფეიენოორდთან“ მატჩში ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ვანჰაზებრუკმა შესვენებისას შეცვალა. ტრავმის შემდეგ, გიომ პირველად „დიკელვენესთან“ ითამაშა და მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები