ჰენდერსონი:
Aa
Aa

ჰენდერსონი: "როცა გერმანიის მატჩი დასრულდა კლოპმა ემოჯი გამომიგზავნა"

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამბობს, რომ იურგენ კლოპის პოპულარობამ ინგლისისა და გერმანიის დაპირისპირება შეარბილა:

„დიახ, მწვრთნელმა დიდი გავლენა მოახდინა. მას აქვს წარმოუდგენელი ქარიზმა, ბევრს უყვარს ის, თუნდაც როგორც ნეიტრალურ გულშემატკივრებს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრემიერ ლიგაში და ასევე ინგლისურ ფეხბურთში.

როგორც კი გერმანიის (უნგრეთის წინააღმდეგ) მატჩი დასრულდა, მან "ემოჯი" (ღიმილი) გამომიგზავნა.

ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ამან შეიძლება პოზიტიური როლი ითამაშოს. ბევრი გამოვა და უბრალოდ ისიამოვნებს თამაშით. ითამაშებს შიშის გარეშე. ეს არის ზუსტად ის, რაც სამშაბათს გჭირდება.

ჩვენ პატივს ვცემთ გერმანიას. ეს ჯერ კიდევ საუკეთესო გუნდია საუკეთესო მოთამაშეებით, ამიტომ გაგვიჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ დავკარგოთ ბურთი და დაცვაში თავდაჯერებულად ვითამაშოთ. მათ ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა კროოსი, რომელსაც ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, თუ მას დროსა და სივრცეს დავუთმობთ”, - თქვა ჰენდერსონმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და გერმანიის მერვედფინალური მატჩი „უემბლიზე“ 29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები