„მწერს და მეკითხება ლინეკერს მესი რატომ ურჩევნია“ - ფერდინანდი რონალდუზე
Aa
Aa

„მწერს და მეკითხება ლინეკერს მესი რატომ ურჩევნია“ - ფერდინანდი რონალდუზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი შემტევის კონკურენტუნარიანობა კვლავ უმაღლეს დონეზეა. ფერდინანდის თქმით, რონალდუ მას ხშირად ეკონტაქტება და ეკითხება გარი ლინეკერი, რომელიც BBC-ზე წამყვანად მუშაობს, მასზე წინ ლიონელ მესის რატომ აყენებს.

„რონალდუ არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ქცევის იდეითაა შეპყრობილი. ის ფენომენალური მოთამაშეა, რომელიც ყველაფერზე ფიქრობს, რათა საკუთარი მაქსიმუმი აჩვენოს.

ეს მაგალითი მის ხასიათს იდეალურად აღწერს და რონალდუ ნეგატივს მოტივაციად იყენებს. ლინეკერი ამბობს, რომ მესი კრიშტიანუზე უკეთესია, რის შემდეგაც, რონალდუ მწერს და მეკითხება, გარიმ ეს რატომ თქვა. მას აინტერესებს, ლინეკერი მესის პირველ ადგილზე რატომ აყენებს და ეს მისი კონკურენტუნარიანი ბუნების ნათელი გამოხატულებაა, რაც აუცილებელია, რათა საუკეთესო ფეხბურთელი გახდე“.

სხვათა შორის, გარი ლინეკერი ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარია. ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი „ლა პულგას“ მისამართით დადებით სიტყვებს არასდროს იშურებს და ხშირად მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები