Aa
Aa

"ეს უპატივცემულობაა" - ბუსკეტსმა ვან დერ ვაარტს უპასუხა

„ესპანეთი საშინელი გუნდია, უბრალოდ საშინელი. იმედი მაქვს ჩვენ ფლეი-ოფში მათ შევხვდებით. ისინი მხოლოდ გვერდით პასს აკეთებენ. ამას ის მოთამაშეებიც აკეთებენ, რომლებმაც დიდებული გადაცემების შესრულება იციან“. - რაფაელ ვან დერ ვაარტის ამ განცხადებას ლამის მთელი ესპანეთი გამოეხმაურა. ნიდერლანდელს ცხადია აუგად მოიხსენიებენ.

ამჯერად თავისი აზრი სერხიო ბუსკეტსმა დააფიქსირა:

„ვან დერ ვაარტის სიტყვებით გაკვირვებული არ ვარ. ჩემთვის უცნაური ის არის, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც მსგავსი სიტუაცია უკვე გამოსცადა, ასე ფიქრობს. ეს უპატივცემულობაა.

არის გარკვეული საზღვრები, რომლებსაც არ უნდა გასცდე, მით უმეტეს, როცა თავადაც ფეხბურთელი ხარ“.

ბუსკეტსის თქმით, ვან დერ ვაარტის განცხადებს გუნდზე უარყოფითად არ უმოქმედია. პირიქით, ისინი მოტივირებულები არიან:

„მის სიტყვებს ჩვენზე უარყოფითად არ უმოქმედია. კრიტიკის მიმართ გახსნილები ვართ, თუმცა სათქმელი თავაზიანად და პატივისცემით უნდა გამოხატო. თუ, ნიდერლანდებს შევხვდებით, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება“.

ვან დერ ვაარტს პირველად კოკემ უპასუხა

კოკემ ნიდერლანდელს ირონიულად უპასუხა:

„ვან დერ ვაარტს სურს, რომ თავისი დიდების მომენტი ჰქონდეს და აკეთებს იმას, რაც უნდა. მე ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფოტოზე ვნახე, სადაც ინიესტას გამარჯვების გოლი გააქვს. კადრში ვან დერ ვაარტი აშკარად ჩანს.

მე მის სიტყვებს დავიმახსოვრებ, ისინი მოტივაციას შეგვმატებენ. მას ავიღებთ და დავბეჭდავთ, შემდეგ გასახდელში ჩამოვკიდებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში გავიხსენებთ, თუ ნიდერლანდებს შევხვდებით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები