ინგლისის გამარჯვება და ხორვატიის მეორე ადგილი
მიმიდინარე ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა მეორე გამარჯვება იზეიმა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ლონდონში გამართულ მატჩში გარეტ საუტგეიტის შეგირდებმა ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დააამარცხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი „სიტის“ შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა.
დღის მეორე დაპირისპირებაში ხორვატიის ნაკრებმა გლასგოში შოტლანდიას 3:1 მოუგო.
შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში ნიკოლა ვლასიჩმა გახსნა.
პირველი ტაიმის მიწურულს კი კალუმ მაკგრეგორმა გაათანაბრა.
62-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
მალევე კი ივან პერისიჩმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ხორვატიის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანა.