პიტერ სიიარტო:
Aa
Aa

პიტერ სიიარტო: "მადლობა ღმერთს, რომ უეფაში საღი აზრი კვლავ ჭარბობს"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უეფას გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა, რომ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ.

„მადლობა ღმერთს, რომ ევროპული ფეხბურთის ხელმძღვანელობაში საღი აზრი კვლავ ჭარბობს. ისინი პოლიტიკურ პროვოკაციას არ წამოეგნენ. უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - დაწერა სოციალურ ქსელში სიიარტომ.

ამრიგად, გერმანელები „ალიანს არენას“ LGBT დროშის ფერებში ვეღარ გაანათებენ. უეფას რეგლამენტში პირდაპირ უწერია, რომ ასეთ დროს არენა შეიძლება განათდეს მხოლოდ ორგანიზაციის ფერებში ან იმ დღეს მოთამაშე ნაკრებთა ეროვნულ ფერებში.

უეფას პასუხი მიუნხენის მერიას

„უეფა არის ორგანიზაცია, რომელიც შორს არის პოლიტიკური და რელიგიური საკითხებისგან და ის მოქმედებს საკუთარი წესდების მიხედვით.

ამ მოთხოვნის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავდა უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წასვლას - უეფა ვალდებულია მოთხოვნაზე უარი თქვას“. - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირების მიზეზი - როგორ დაიწყო ყველაფერი

15 ივნისს, უნგრეთის მთავრობამ 157 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ქვეყანაში LGBT-ის პრომოუტინგი აიკრძალა. ასევე აიკრძალა 18-წლამდელთათვის იმის სწავლება, რომ მათ იმ სქესის არჩევა შეუძლიათ, რომელიც მოესურვებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები