განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა
Aa
Aa

განახლებული ბანძუკე - ტოჩინოშინი რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა და ივლისის ბაშოს წინ სუმოტორების რეიტინგი შემოგვთავაზა.

ქართველმა სეკიტორმა, ლევან გორგაძემ მაისის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინი, რომელმაც გასული ბაშო აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგში ჩაამთავრა და 15 ბრძოლიდან მხოლოდ 5 მოიგო, „ნაგოია ბაშოზე“ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იქნება.

განახლებული ბანძუკეს სათავეში ჰაკუჰო იმყოფება, რომელიც მოახლოებული სუპერტურნირის წინ ერთადერთი იოკოძუნაა. ოძეკის წოდება ტერუნოფუჯის, ტაკაკეიშოს, შოდაისა და ასანოიამას აქვთ, თუმცა ამ უკანასკნელმა დისკვალიფიკაცია მიიღო. სეკივაკეს რანგით ტაკაიასუ და მიტაკეუმი იასპარეზებენ, ხოლო ვაკატაკაკაგე და მეისეი კომუსუბები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ „ნაგოია ბაშო“ 4 ივლისს დაიწყება და მას „დოლფინს არენა“ უმასპინძლებს, ტოჩინოშინის პირველი მეტოქის ვინაობა კი ტურნირამდე 2 დღით ადრე გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები