Aa Aa
20 ივნისი 2021  |  21:40

„დადებითად მიმიღეს" - ინჯგია აპოლონში წარადგინეს

საქართველოს კვიპროსში კიდევ ერთი ლეგიონერი ეყოლება. საუბარია 20 წლის რევაზ ინჯგიაზე, რომელიც ბოლოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ „თელავში" გამოდიოდა (13 მატჩი / 1 გოლი).

ნახევარმცველი უკვე კვიპროსშია და „აპოლონთან" ერთად აქტიურად ემზადება.

CrystalSport-ი ინჯგიას კვიპროსში დაუკავშირდა:

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ „აპოლონს" შესანიშნავი ბაზა და სტადიონი აქვს. ყველანაირად განსხვავებული სიტუაციაა. პირველივე დღიდან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, დადებითად მიმიღეს.

გუნდში გიორგი პაპუნაშვილი დამხვდა , რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, ადაპტაციაში ძალიან მეხმარება. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო".

ინჯგიამ „აპოლონთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი ლიმასოლელთა რიგებში მეორე ქართველი იქნება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი კვიპროსში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეუერთდა - გიორგი პაპუნაშვილს („აპოლონი"), თორნიკე ოქრიაშვილს („აპოელი"), მურთაზ დაუშვილს („ანორთოსისი"), გიორგი ლორიას („ანორთოსისი") და გიორგი ქვილითაიას („აპოელი").

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში