„უცხო ნომრიდან დამირეკა და ბოდიში მომიხადა
Aa
Aa

„უცხო ნომრიდან დამირეკა და ბოდიში მომიხადა"- მერებაშვილი გატუზოზე

ევრო 2020-თან დაკავშირებით CrystalSport-მა გულშემატკივარს ახალი გადაცემა („საგოლე გადაცემა") შესთავაზა. ევრო 2020-ის მაყურებელი ყოველდღიურად, CrystalSport-ის Facebook გვერდზე, საინტერესო სტუმრებს იხილავს.

CrystalSport-ის ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი გიორგი მერებაშვილი იყო. გამოცდილმა ნახევარმცველმა სხვადასხვა საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ჯენარო გატუზოსთან დაკავშირებით საინტერესო მოგონება გაიხსენა:

„დღესაც მაქვს ურთიერთობა, ძალიან კარგი, უბრალო პიროვნებაა.

ერთად ყოფნა საფეხბურთო კლუბ ოფი-ში მოგვიწია. საბერძნეთში, ზამთრის სეზონზე დასვენება არ არის, დაახლოებით 5 დღიანი პაუზაა ხოლმე. მახსოვს, 22 დეკემბერს ბოლო მატჩი გვქონდა, 27-ში გუნდის შეკრება იგეგმებოდა, რადგან 2 იანვარს თასის თამაში გვქონდა. 22 დეკემბერს 5 დღით დაგვემშვიდობა, ვიცოდით, რომ 5 დღეში ისევ ვაგრძელებდით, თუმცა როდესაც 27 დეკემბერი მოვიდა, გუნდი დავბრუნდით, მაგრამ გატუზო აღარ დაგვხვდა. აღმოჩნდა, რომ  წავიდა.

მერე უცხო ნომერმა დამირეკა, კოდით მივხვდი, რომ იტალიური ნომერი იყო. როდესაც ვუპასუხე, აღმოჩნდა რომ გატუზო მირეკავდა - ბოდიში მომიხადა, ვერ დაგემშვიდობე-ო, მითხრა და წარმატება მისურვა.

ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო".

აღსანიშნავია, რომ ოფი"-ში მერებაშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, მეკარე, გიორგი ლორია თამაშობდა (2014/2015). შემდეგ, ბერძნული გუნდი გაკოტრდა.

გიორგი მერებაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები