რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ტანჯვისთვის მზად უნდა იყო, ჩვენ ჩვენი მიზნისკენ მივდივართ!"

კრიშტიანუ რონალდუმ უნგრეთთან გამარჯვების (3:0) შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ. ეს იყო რთული მატჩი მეტოქესთან, რომელიც თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენ სამი გოლი გავიტანეთ და ძალიან მადლობელი ვარ გუნდისთვის, რომლებიც დამეხმარნენ გოლი ორჯერ გამეტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიმეღო.

მნიშვნელოვანი იყო ტურნირის პოზიტიური შედეგით დაწყება, რადგან ეს თავდაჯერებას შეგვმატებს, ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იგივე სულისკვეთებით და მოვიგოთ შემდეგი მატჩი.

ტანჯვისთვის მზად უნდა იყო, ბოლომდე იბრძოლო და გჯეროდეს საკუთარი ძალების. მარტივი მატჩები და გუნდები არ არსებობენ, რომლებსაც მაშინვე მოიგებთ.

ევროპის ჩემპიონატი ფუფუნებაა, აქ მხოლოდ საუკეთესოები არიან. აქ ყოველი გამარჯვება მიიღწევა სულის სიმტკიცითა და თავგანწირვით. დიდი გამარჯვება, გუნდი! ჩვენ ჩვენი მიზნისკენ მივდივართ! წინ პორტუგალია!

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიელ ხალხს სიხარული მივანიჭოთ, რომლებიც მხარს ასე მაგრად გვიჭერენ“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ უნგრეთთან შესრულებული დუბლით მიშელ პლატინის გადაასწრო და 11 გოლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ასევე, რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 5 ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები