Aa Aa
15 ივნისი 2021  |  15:30

კონფერენს ლიგა: ბათუმის დინამოს მეტოქე ცნობილია

UEFA-ს კონფერენს ლიგის 2021-22 წლების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის, ბათუმის ''დინამოს'' მეტოქე ცნობილია. გია გეგუჩაძის გუნდი სან მარინოს კლუბს, ''ტრე პენე'' დაუპირისპირდება.

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება. ბათუმის ''დინამო'' პირველ მატჩს შინ გამართავს.

შეგახსენებთ, ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები იყვნენ: შკუპი (ჩრდ. მაკედონია), ტრე პენე (სან მარინო), პარტიზანი (ალბანეთი), მარიბორი (სლოვენია).

2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი თბილისის ''დინამოს'' გამარჯვებით დასრულდა, მეორე პოზიცია კი აჭარულმა კლუბმა დაიკავა, რომელიც ლიდერს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა.

გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ბათუმის ''დინამო'' ევროტურნირზე მეორედ იასპარეზებს, 2020-21 წლების ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამო'' ებრაულ ბეერ-შევას ''ჰაპოელთან'' დამარცხდა. ერთმატჩიანი დაპირისპირება ''ჰაპოელმა'' საკუთარ კედლებში 3:0 მოიგო.

ფოტო: Eliga.ge

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში