Aa Aa
11 ივნისი 2021  |  12:09

„გუნდში ნომერ პირველია და მისი გავლენა იგრძნობა" - სანიოლმა გრიზმანი შეაქო

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა L'Equipe-ს ინტერვიუ მისცა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. სანიოლს „ბარსელონას“ ფეხბურთელისა და საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ანტუან გრიზმანის შესახებ ჰკითხეს და ვილიმ განაცხადა, რომ იგი „მამლების“ მთავარი მოთამაშეა.

„გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების თამაშს აკონტროლებს და საკვანძო ფიგურაა. იგი გუნდში ნომერ პირველია და ზიდანის პროფილს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.

იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მოედანზე მისი გავლენა იგრძნობა. მას სურს, რომ თანაგუნდელებსგან მაქსიმუმი გამოწუროს და დაცვით სამუშაოსაც ასრულებს“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში გერმანიასთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად იმყოფება. „მამლები“ პირველ შეხვედრას გერმანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს და მატჩი 15 ივნისსაა ჩანიშნული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში