Aa Aa
11 ივნისი 2021  |  12:24

უნგრეთი და შოტლანდია მატჩის წინ მუხლის მოდრეკვაზე უარს აცხადებენ

დღეს ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე Black Lives Matter-ის აქციას არ შეუერთდება და მატჩების წინ მუხლს არ მოიდრეკენ.

შოტლანდიელთა კაპიტანმა ენდრიუ რობერტსონმა განაცხადა, რომ ამით გუნდის ვალდებულება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არ შემცირებულა.

„მნიშვნელოვანია, რომ რასიზმის პრობლემას გავუმკლავდეთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ხალხის ქცევა და აზროვნება შევცვალოთ“. - ციტირებს რობერტსონის სიტყვებს The Guardian-ი.

შოტლანდია ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს 14 ივნისს (17:00) ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

მუხლს არც უნგრეთის ნაკრები მოიდრეკს

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ისაუბრა იმ ვითარებაზე, რომელიც უნგრეთსა და ირლანდიას შორის ამხანაგური მატჩის დროს მოხდა (0:0).

ბუდაპეშტში შეკრებილმა პუბლიკამ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები გააკრიტიკეს, რადგან მათ Black Lives Matter-ის აქციის ფარგლებში მატჩამდე მუხლი მოიდრიკეს.

„დაჩოქება ჩემთვის სულაც არ არის სასიამოვნო. სტადიონებზე ამის ადგილი არ არის, სპორტი სხვა რამეს ეხება. ამ ჟესტის მნიშვნელობას განსაზღვრავს კულტურული მახასიათებლები და ჩვენ მას სულ სხვაგვარად აღვიქვამთ.

უნგრელები მუხლს სულ სამ შემთხვევაში იდრეკენ: ღმერთის წინაშე, სამშობლოს წინაშე და როდესაც საყვარელ ადამიანს ხელს სთხოვენ.

დაჩოქება მოიგონეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც მონებს ფლობდნენ და ჩვენ ეს არასდროს არ გაგვიკეთებია, ამიტომ ამის მნიშვნელობას ვერ ვხედავთ“.

როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ უნგრელმა ქომაგებმა ამ ჟესტის გამო ირლანდიელებს უსტვინეს - ორბანის პასუხი მოკლე და მკაფიოა: „ნუ მოახდენთ მასპინძლების პროვოცირებას, რომლებთანაც სტუმრად იმყოფებით“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში